logo_geo
ნანა კაკაბაძე: ეს სასაცილო კი არა, სატირალია....
- +

15 აგვისტო. 2017. 16:26


 

„როცა პროდასავლურობაზე პრეტენზიის მქონე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი გამოდის და ბოლშევიკური მეთოდებით, საბჭოთა ათეიზმის სტილში ცდილობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციას, ეს სასაცილო კი არა, სატირალია!" - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას განუცხადა.   

 

„ეკლესია საფრთხე კი არ არის ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი და დედაბოძი, რომელზეც დღეს საქართველო დგას და მოდერნიზებულ მებრძოლ ათეისტებს, რომლებიც დასავლური ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ცდილობენ ქართული ეკლესიის დისკრედიტაციას, ჩვენმა საზოგადოებამ უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეს!  

 

დღეს ყველაზე ავტორიტეტიან ინსტიტუტს- საქართველოს ეკლესიას რომ შეუტევ და ტალახის სროლას დაუწყებ, დიახაც, ეს არის სააკაშვილის გზა! ეს არის ბოლშევზმისა და ათეიზმის გზა!

 

როცა ეს ადამიანები ეკლესიას ეხებიან, თვითონ რა სიკეთე აქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული?! ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ისტორიაში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციით არის აღიარებული და 2-პროცენტიანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია როგორ ბედავს, რომ მას ბრძოლა გამოუცხადოს?!" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი