logo_geo
ლევან კობიაშვილი „საიას“ განცხადებაზე: მიზანი ერთია, გამოიწვიონ საზოგადოებაში გაურკვევლობა
- +

23 სექტემბერი. 2017. 17:01



„TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობიაშვილმა 29 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩის შესახებ ისაუბრა. ლევან კობიაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ამ ღონისძიებას ახორციელებს ფეხბურთის ფედერაცია და სავარაუდოდ, სარგებელს იღებს ერთი კონკრეტული კანდიდატი.

 

„კონკრეტულად ამ ორგანიზაციის განცხადებით აბსოლუტურად გაკვირვებული ვარ. ნამდვილად გადაჭარბებულად და არაადეკვატურად მიმაჩნია. მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ ადამიანებს, უბრალოდ როგორც სხვა ნებისმიერ მოქალაქეს ვაფასებ და პატივს ვცემ მათ საქმიანობას. ისინი ყოველთვის ორაზროვნად საუბრობენ. მიზანი ერთია, გამოიწვიონ საზოგადოებაში გაურკვევლობა", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

 

ლევან კობიაშვილმა აქვე ისაუბრა იმ თანხებზე და დაფინანსებაზე, რითიც ტარდება საქველმოქმედო მატჩი.

 

„ფეხბურთის ფედერაცია არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, ამიტომ არანაირი თანხები ბიუჯეტიდან არ იხარჯება. ყველაფერს თავად ფარავენ სპონსორები", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 












 

big_banner
არქივი