logo_geo
ირაკლი ზარქუა მარიკა დათუკიშვილს: თქვენ წარმოადგენთ მწვალებელთა პარტიას!
- +

5 ოქტომბერი. 2017. 14:15



„TV პირველის" გადაცემა „პოლიტმეტრში" „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ მარიკა დათუკიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ წარმოადგენთ მწვალებელთა პარტიას, ადგილობრივი მცხოვრებლები ისე არიან თქვენზე განაწყენებულნი, რომ არაფრის საშუალებას არ გაძლევენ. მაგრამ, მე მგონია, რომ ეს არის თემის უტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას" როგორც სჩვევია, დადგამდნენ სპექტაკლს და მოიწვევდნენ თავიანთ „ტიტუშკებს". ჩვეულებრივ, სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობთ, აღარ არის ის რეჟიმი, რომელშიც თქვენ კომფორტულად გრძნობდით თავს. შეგიძლიათ გამოიძახოთ შესაბამისი უწყებები, მოკვლევა გაკეთდება და რეაგირებას მოახდენენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


მარიკა დათუკიშვილის თქმით, ვაკის გამგეობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარ ოფისზე ბანერის გაკვრის საშუალება არ მისცა.



 

big_banner
არქივი