logo_geo
ირაკლი ზარქუა: ჩვენი ოპონენტები მითიურ ციფრებს ამბობენ... ენას ძვალი არ აქვს
- +

5 ოქტომბერი. 2017. 15:15



„ჩვენი თემა არის არა დაპირებები, და არა რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები, არამედ კონკრეტული პროგრამა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ „TV პირველის" გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა.

 

„კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამა შედგება შვიდი კომპონენტისგან. ესენი არის -ურბანიზაცია, ეკოლოგია, ტრანსპორტის პოლიტიკა, განათლება, კულტურა, სპორტი და რაც მთავრია, ეკონომიკის განვითარების სწორი ხედვა, რომელიც გაშლილია პროგრამულად, და ეს არის მმართველობითი პოლიტიკა. თითოეული ეს კომპონენტი გააზრებულია, გათვლილია და კონკრეტულად არის გაშლილი. ეს არის პროგრამა, რომელიც მზადაა განსახორციელებლად. ხოლო ჩვენი ოპონენტები, ასე ვთქვათ, მითიურ ციფრებს ამბობენ. მაგრამ მათ იციან, რომ ვერ მოვლენ უმრავლესობაში და ეს ვალდებულებები მათ არ ექნებათ შესასრულებელი. ენას ძვალი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


ირაკლი ზარქუამ განაშენიანების გენგეგმაზეც გააკეთა აქცენტები და აქვე დასძინა, რომ გეგმა უკვე განხილვის პროცესშია.


„რაც შეეხება პროგრამას, ვიცი ჩემი პროგრამის შინაარსი, განხორციელების ეტაპები და საშუალებები. ურბანულ განვითარებაში ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება ქალაქის განაშენიანების გენგეგმა, რომელიც უკვე განხილვის პროცესშია. გვირჩევნია, განხილვის პროცესში ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მოხდეს კონკრეტულად, მუხლობრივად განხილვა. იმედი მაქვს, საზოგადოება ჩაერთვება განხილვებში და ეს შეჯერებული დოკუმენტი იქნება სამოქმედო გეგმა. ერთი რამ შეიძლება ვთქვა, თბილისში ბაღების, სკვერების და მწვანე ზოლის ხარჯზე კორპუსები აღარ აშენდება. ეს წარსულს ჩაბარდა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.  










 

big_banner
არქივი