logo_geo
გედევან ფოფხაძე: ნეიტრალური ამომრჩევლის მოპოვების რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლებად აქვს
- +

6 ოქტომბერი. 2017. 19:18

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ისაუბრა.

 

 

„ვიღაცას ინტერესი ჰქონდა, რომ წინასაარჩევნოდ მერიასთან დაპირისპირება მომხდარიყო და ხელჩართულ ბრძოლაში გადასულიყო. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა ამის ინტერესი არავის აქვს.

 

ჩემი აზრით, ნეიტრალური ამომრჩევლის მოპოვების რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას" ნაკლებად აქვს. სამაგიეროდ, პოლარიზებას თუ შეეცდება, საპროტესტოდ განწყობილი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის თავისკენ მიზიდვას შეძლებს. ამიტომ, წინასაარჩევნოდ დაძაბული რეჟიმი სადაც არის, თუ სწორედ მათთან ექნება იდენტიფიცირება, ეს მათთვის ცუდი არ არის", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.








 

big_banner
არქივი