logo_geo
მარიამ ჯაში: გიორგი მარგველაშვილს აქვს ისტორიული შანსი...
- +

9 ოქტომბერი. 2017. 18:23


„ჩვენ ველოდებოდით პრეზიდენტისგან, რომ იგი გაიზიარებდა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მხოლოდ 2 კონკრეტული შენიშვნით, რომელიც რჩება ვენეციის კომისიის მხრიდან, მოხდებოდა დოკუმენტზე ვეტოს დადება", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.



„ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ჰქონოდა ის კონსტიტუცია, რომელიც შეესაბამებოდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ სრულ შესაბამისობაში იქნებოდა ვენეციის კომისიასთან. მე არ ვიცი, შემდეგ ეტაპზე თუ შეიცვლის პოზიციას პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. თუ ის გამოიყენებს ვეტოს ორ კონკრეტულ რეკომენდაციასთან მიმართებაში, ბუნებრივია, გვექნება თანხვედრა და ვიმოქმედებთ ერთობლივად. გიორგი მარგველაშვილს აქვს ისტორიული შანსი, რომ რეალურად ძალიან პოზიტიური ნაბიჯი გადადგას და იმოქმედოს როგორც მიუკერძოებელმა და ჭეშმარიტად ზეპარტიულმა პრეზიდენტმა ამ პროცესში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 


 

big_banner
არქივი