logo_geo
მამუკა არეშიძე: ჩვენს მიტოვებულ ადგილს სხვები ეპატრონებიან...
- +

9 ოქტომბერი. 2017. 19:09


 

გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს, და აღნიშნავს, რომ დღეს ჩვენში შეიქმნა ცალკე საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს და კულტურული სტრუქტურები და რაც ყველაზე სახიფათოა, უსაფრთხოების სამსახური.


„ესენი არიან არაბები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მათ წიაღში კრიმინალური ჯგუფებიც გაჩნდა, რომლებიც ჯერჯერობით ერთმანეთს ერჩიან, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ეს ხალხი არ ცნობს იმ სულიერ სივრცეს, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ თავისი კულტურა მოიტანეს, ანუ ჩვენთანაც ის პროცესი მიმდინარეობს, რაც ევროპაში, აშშ-ში. ამერიკა დიდია, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნებიც ჩვენზე გაცილებით მყარად დგანან ფეხზე და შეუძლიათ ყველაფერის გაძლება, ჩვენ კი ეს ძალიან გაგვიჭირდება. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დროებით საცხოვრებლად თუ ბიზნესისთვის ჩამოდიან საქართველოში, გარკვეული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცევა. იდეოლოგიისა, რომელიც შექმნეს ძალებმა, რომელთა ინტერესი რეგიონისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აცხადებს მამუკა არეშიძე.  

 

არეშიძემ აქვე აღნიშნა, რომ არაბი გიდები ტურისტებს  მხოლოდ ხალიფატის კონტექსტში უყვებიან ისტორიას, ირანელებს კი უხსნიან, თუ აბას-მირზას როგორ წაართვეს რუსებმა დროებით საქართველო და როგორ უნდა დაიბრუნონ უკან.


„მუსლიმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სულ იმას ვამბობ, რომ უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ამ აღმსარებლობის ადამიანები რელიგიურ განათლებას მიიღებენ. მედრესეები უნდა გაკონტროლდეს და ყველგან კვალიფიციური კადრები ასწავლიდნენ. ეს ხალხი ჩვენი საერთო კულტურის ნაწილია. რაც გვაქვს, რასაც ჰქვია ტრადიციული ისლამი, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ ჩვენ ეს საქმე მიტოვებული გვაქვს. ამიტომ ჩვენს მიტოვებულ ადგილს სხვები ეპატრონებიან. ჩამოსულები ძალიან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ მუსლიმებთან. დღითი დღე იცვლება სურათი ქვემო ქართლში. პანკისი ქვემო ქართლთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოაზისია, აჭარაზე რომ არაფერი ვთქვათ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი