logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე: ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაცმოძრაობა“ არის რუსული პროექტი
- +

20 ოქტომბერი. 2017. 15:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში „ნაცმოძრაობასა" და „ნაცები-2"-ის ცხოვრების მიზანზე და მათ პოლიტიკურ მრწამსზე საუბრობს. გაჩეჩილაძის თქმით, „ნაცმოძრაობა" არის რუსული პროექტი.

 

„ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაცმოძრაობა" არის რუსული პროექტი. ვინ რას აცხადებს, არაფერს ნიშნავს. მთავარია მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთს უკავშირდება. მთლიანად რუსეთისთვის გადაცემული ეკონომიკა, სტრატეგიული ობიექტები, საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებული სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს იქნა გაყვანილი. ვინ რას ლაპარაკობს, რა მნიშვნელობა აქვს. ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო", - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.


 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი