logo_geo
დავით მათიკაშვილი: ეს არის ძალიან სასაცილო პოლიტიკური უტიფრობა!
- +

21 ოქტომბერი. 2017. 00:01



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესებიდან ხელოვნურად არის გამოთიშული. მათიკაშვილმა აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკური უტიფრობა უწოდა.


„მათი მხრიდან პოლიტიკურ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. როდესაც არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა" გვესაუბრება და ის თვლის, რომ დღევანდელი სიტუაცია მათ რაიმე სახით ხელს უშლის, გამოავლინოს თავისუფალი ნება ეს არის ძალიან სასაცილო პოლიტიკური უტიფრობა. გადახედონ საკუთარ წარსულს, ნახონ რა შედეგებამდე მიდიოდა მათი პოლიტიკა. ჩვენ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს კითხვები, ჩამობრძანდეს, სასამართლოს წინაშე გაგვცეს პასუხები და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ ჩართვაზე მერე ვისაუბროთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  


 

big_banner
არქივი