logo_geo
იმედა კახიანი: ვფიქრობ, კახი კალაძე გაიმარჯვებს და მეორე ტური არ იქნება
- +

21 ოქტომბერი. 2017. 17:37


 

„დავით ნარმანიას ვიცნობ, როგორც პატიოსან, მშრომელ ადამიანს, რომელმაც ბევრი კეთილი და კარგი საქმე გააკეთა ქალაქისთვის", - ასე შეაფასა თბილისის მერი დავით ნარმანია სახალხო არტისტმა იმედა კახიანმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.


აქვე კახიანმა მერობის კანდიდატი კახა კალაძეც შეაფასა და გამოთქვა მოსაზრება, რომ მეორე ტური არ იქნება, რადგან კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. 


„დავით ნარმანიას წასვლის შემდეგ გამახსენდება ის, როგორც კარგი ადამიანი, რომელმაც ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ ქალაქისთვის. ზოგს არ უნდა არაფრის დანახვა და ასე არ შეიძლება. ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა, რითაც დიდ სიმპათიას და პატივისცემას იმსახურებს.

 

 

ვფიქრობ, კახი კალაძე გაიმარჯვებს და მეორე ტური არ იქნება. კახის  ბავშვობიდან ვიცნობ, ყოველთვის მშრომელი და მიზანდასახული ბიჭი იყო. ის იმსახურებს გამარჯვებას. კახის ხალხი სხვა მოთხოვნებს წაუყენებს, რადგან მას ამის უნარი და საშუალება აქვს",- განაცხადა იმედა კახიანმა.







 

big_banner
არქივი