logo_geo
ქეთინო შარაბიძე: საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა...
- +

23 ოქტომბერი. 2017. 17:41


 

„საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა" - რას იხსენებს ლიკა ქავჟარაძის მეგობარი ქეთინო შარაბიძე


გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ქეთინო შარაბიძე იხსენებს მეგობარს, მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს.

 

„ჩვენი დედები მეგობრები იყვნენ და შვილებიც ერთად გაზრდილები ვართ. ხანდახან ვჩხუბობდით, მერე დედები გვარიგებდნენ. ერთხელ კარაქზე გაგვაგზავნეს მაღაზიაში. არა, მე მოვიტან, არა - მეო და ორივე გავცვივდით. ვიყიდეთ და წამოვედით. არც ერთი არ ვუშვებდით ხელს. გზაში ორივეს ხელზე ჩამოგვადნა და ბოლოს შინ კარაქი კი არ მივიტანეთ, კარაქიანები მივედით... რომ ვთხოვდებოდი, საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა. მე ლიკაზე დაბალი ვარ, გრძელი მქონდა. გადაჭერი მერეო. ძალიან კეთილი იყო. მართლაც გადავჭერი და ჯვარიც ლიკას კაბით დავიწერე", - იხსენებს ქეთინო შარაბიძე.






 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი