logo_geo
ირაკლი გოგავა: ეს მხოლოდ ლეგენდაა და არ უნდა დავიჯეროთ!
- +

2 ნოემბერი. 2017. 11:27


 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მიხეილ სააკაშვილისა და ოლიგარქ კოლომოისკის ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე საუბრობს.

 

„სააკაშვილი კოლომოისკის, თავის დროზე, პოროშენკოს დავალებით დაეტაკა. უკრაინის პრეზიდენტის მიზანი იყო, კოლომოისკისთვის „პრივატ ბანკი" წაერთმიათ და წაართვეს კიდევაც ისე, როგორც ოდესის ქიმიური ქარხანა, ახლა კი პოროშენკოს კოლომოისკისათვის „უკრაინის ავიახაზების" წართმევაც უნდა. იგი იძულებული გახდა, უკრაინიდან გაქცეულიყო, ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს, ძველი გავლენები და ფინანსური ნაკადები დაიბრუნოს. კოლომოისკის ალბათ, ჰგონია, რომ სააკაშვილი პოროშენკოს რეალურად ებრძვის, რის გამოც მას დაუმეგობრდა და ფიქრობს, რომ მისი მეშვეობით მოერევა პოროშენკოს.

 

საერთოდ, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის დროს სირიელი ბიზენსმენი ადნან კინანი აფინანსებდა. მისი დამფინანსებელი იყო რუსი მილიარდერი გრიგორი შინიც, რომელსაც უკრაინაში დიდი ბიზნესი აქვს და სააკაშვილს ფულს აძლევდა ოდესის აეროპორტის მფლობელი გრანოვსკიც.

 

მოკლედ, სააკაშვილი თანახმაა, ფული ყველასგან აიღოს და ფინანსების წარმომავლობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში „ვარდების რევოლუციაც" რუსეთიდან ჩამოტანილი ფულით მოახდინა", - აცხადებს ირაკლი გოგავა.

 

ირაკლი გოგავამ დავით კეზერაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა" და „რუსთავი-2"-ს აღარ აფინანსებს, რადგან ასეთია სააკაშვილის დავალება!


„დიახ, სააკაშვილს აღარ სჭირდება, რომ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ფული დაახარჯოს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ფულის წყალში გადაყრა იქნება!

 

საერთოდ, კეზერაშვილი თავისი უფროსის - სააკაშვილის გარეშე ერთ თეთრსაც ვერ განკარგავს და ფულს მხოლოდ მაშინ დახარჯავს, როცა ამას სააკაშვილი უბრძანებს. ასე რომ, სააკაშვილ-კეზერაშვილის კონფლიქტი მხოლოდ ლეგენდაა და ეს არ უნდა დავიჯეროთ", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი