logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ადამიანმა ბედნიერი დღეები უნდა გაიხსენოს და გახსნას თავისი ბედნიერების არხი
- +

28 ნოემბერი. 2017. 13:45


 

თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელების" მკითხველს ასწავლის, თუ როგორ უნდა მოიზიდონ იღბალი.


„ადამიანმა ყველა წვრილმანს უნდა მიაქციოს ყურადღება და შეასრულოს ელემენტარული წესები, რაც შემდეგში წარმატების და იღბლიანობის გარანტი იქნება. აზრიც კი, გარკვეული ენერგიაა და ქმნის ენერგეტიკულ ფონს ჩვენს გარშემო, გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა შედეგს მოიმკის.

 

თუ გსურთ, საკუთარმა აზრობრივმა ენერგეტიკამ წარმატება მოგიტანოთ და იღბალიც მოიზიდოთ, გაიხსენეთ, როდის იყავით ყველაზე წარმატებული, ორიენტაცია ხშირად ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ყველაზე წარმატებული წუთები. ქვეცნობიერის დონეზე გამოიწვიეთ ეს განცდები ხელახლა და ამ დროს კოსმოსურ სამყაროში, თქვენი ცხოვრების წარმატების არხი გაიხსნება. ამ ემოციების ფონზე განვითარებული აზრი აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს. ადამიანმა ბედნიერი დღეები უნდა გაიხსენოს და ამ ასოციაციის ფონზე გახსნას თავისი ბედნიერების არხი.

 

ახალ მთვარეზე, მით უმეტეს, თუ ის შაბათს, კვირას ან ორშაბათს ემთხვევა, ვინმესთვის თუნდაც აზრის დონეზე, ცუდის სურვილი, ყველაზე სახიფათოა. ამ დროს ნებისმიერი აზრი კოლოსალურ ძალას იძენს და განსაკუთრებით ადვილია მისი ახდენა კონკრეტულ ადამიანზე. ამ დროს გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები, ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი, სწორედ ახალ მთვარეზე, ორშაბათს, შაბათსა და კვირას აღწევს პიკს", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.








 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი