logo_geo
დუტა სხირტლაძე: გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გავცე
- +

28 ნოემბერი. 2017. 15:42



როგორ აპირებს თავის გამოცდილების გაზიარებას ახალი თაობისთვის - ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძემ  ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება, რაც თეატრსა და ტელევიზიაში დამიგროვდა, გავცე. ამიტომ გოგა პიპინაშვილის ხელოვნების ცენტრში 12-იდან 17 წლამდე ბავშვების ჯგუფი ავიყვანე. ექვსმა პედაგოგმა თეატრი, კინო და ტელევიზია უნდა ვასწავლოთ. მე პირველად ჩავერთე პედაგოგიურ საქმიანობაში. აქამდე მეშინოდა. ახლაც ვნერვიულობ, ვფიქრობ, როგორ მოვაქციო ჩემი ცოდნა ერთ სისტემაში. საახალწლოდ ვაპირებთ უკვე ერთი წარმოდგენის გაკეთებას. ძალიან კარგი ბავშვები არიან. მშობლები რომ ამბობენ ხოლმე, ჩემი შვილი კარგად ასახიერებს ვიღაცას და ამიტომ მინდა, მსახიობი გამოვიდესო, ამ პრინციპით არ აგვირჩევია მოსწავლეები. გასაუბრება მშობლების გარეშე ჩავატარეთ და „ჯიგრულად" ველაპარაკეთ ბავშვებს, თუ მათ არ უნდათ, ისე ყველაფერი წყლის ნაყვაა", - განაცხადა სხირტლაძემ.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი