logo_geo
ირინა ონაშვილი: ალბათ უფლის ნებაა, რომ ჩვენი გოგონები ასე გადარჩნენ
- +

2 დეკემბერი. 2017. 13:35


 

24 ნოემბერს სასტუმრო „ლეონგრადში", სადაც სილამაზის კონკურსის „მის საქართველოს" მონაწილეები, ორგანიზატორები და წამყვანები იმყოფებოდნენ, ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკული ღამის დეტალებს „სარკესთან" მოდელი, „მის საქართველოს" ფინალური ღონისძიების წამყვანი ირინა ონაშვილი იხსენებს.


„თბილისში გოგოების საჩუქრებისთვის გავედი, მერე კაბა გამოვიტანე ატელიედან და წავედი ბათუმში. ნახევარი საათი დამაგვიანდა, თორემ მეც შიგნით ვიქნებოდი.

ბათუმში ჩემი მანქანით წავედი, ჩქარა სიარული არ მიყვარს, მაგრამ  ამინდმაც არ შემიწყო ხელი, რომ უფრო სწრაფად მევლო. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ტელეფონით სტაფის წევრებს ველაპარაკებოდი, გვეხვეწებოდნენ, გვიშველეთო და ვერაფერს ვაკეთებდით.

შენობას გარედან რომ ვუყურებდი, თავს ვიმშვიდებდი, რადგან დიდად არაფერი ჩანდა. ისეთი წვიმა, სეტყვა და ბურუსი იყო, კვამლი მკაფიოდ არ ჩანდა. ამიტომ თავს ვაიმედებდი, ალბათ სადღაც ცეცხლის პატარა კერა არის-მეთქი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამხელა რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

 

გარდაცვლილების ოჯახებს ვუსამძიმრებ. ალბათ უფლის ნებაა, რომ ჩვენი გოგონები ასე გადარჩნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვიან ღამით არ მოხდა, როცა ყველას ეძინა. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი კლასის სასტუმროს საკმარისი აღჭურვილობა თუ დამცავი მექანიზმები არ აღმოაჩნდა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში რომ შედიხარ, ვერაფრით წარმოიდგენ, რომ შეიძლება შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს", - განაცხადა ონაშვილმა.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი