logo_geo
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო
- +

2 დეკემბერი. 2017. 16:27


 

„პატრიარქმა ყველას გასაგონად თქვა, „თუ ასეთი მაღალი ინტერესია საზოგადოების, აი, ჩემი რჩეული, მეუფე შიო".  ყველაფერი ცხადზე ცხადია, პატრიარქს თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს", - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიოს შესახებ საუბრობს.

 

„მისი უწმინდესობის ამ გადაწყვეტილებას ბრძნულს ვუწოდებ, იქიდან გამომდინარე, რომ ამით ყველანაირი საჭორაო თემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია, რომ თითქოს რაღაც საიდუმლოებები არსებობს, რასაც პატრიარქი ქამარზე ჩამოკიდებული გასაღებით დაატარებს.

 

მეუფე შიოს დიდი ხანია ვიცნობ, განათლებული, კულტურული, თავისი ქვეყნისა და ეკლესიის პატრიოტია. თავდადებულია თავისი ბერული მოღვაწეობით. ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ბერად აღიკვეცა და მას შემდეგ დაუღალავად და უშურველად მოღვაწეობს საქართველოს ეკლესიაში. რაც შეეხება უწმინდესის ბრძანებულებას, ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ მღვდელმთავრებისთვისაც.

 

საეკლესიო კანონმდებლობით, ჩვენ ვიცით, რა ფუნქცია აქვს მოსაყდრეს პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მაგრამ რა ფუნქცია აქვს მის თანამოღვაწეობასთან ერთად, ეს საეკლესიო კანონებით განსაზღვრული არ არის. რა ლოცვა-კურთხევას მისცემს მას პატრიარქი და რისი უფლებები ექნება, ეს მალე საჯარო გახდება.

 

მოსაყდრე არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი მეუფე შიო იქნება, პატრიარქს საეკლესიო კრებაზე ირჩევენ და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მოქმედი პატრიარქი სხვა პატრიარქს ვერ დანიშნავს", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი