logo_geo
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტით გავზრდით
- +

20 დეკემბერი. 2016. 17:10



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობას ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვა აქვს, და იმედოვნებს, რომ ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმის წყალობით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტით გაზრდის.


„მთავრობას ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვა აქვს, რომელიც პრემიერის მიერ წარმოდგენილ ოთხპუნქტიან გეგმაშია ასახული. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები არ გადაგვედგა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში რეგიონში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შევინარჩუნებდით. მართალია, ეს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე ცუდი არ იქნებოდა, თუმცა, საქართველოს დღეს საშუალო მაჩვენებელი კი არა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ცვლილებები რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ალტერნატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაც დადგა, რათა საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმალურად შეგვემცირებინა. გადასახადის შემცირება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას, შემოსავლების შემცირებას გულისხმობს, რასაც დაბალანსება სჭირდებოდა. ეს ჩვენ უცხოელი პარტნიორების, მათ შორის სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც გახლდათ - ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტით გავზრდით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი