logo_geo
„იმ ღამესვე წამიყვანეს ეკლესიაში“ - როგორ დაწინდა ღამის 12 საათზე მეუღლემ თათია დოლიძე
- +

20 დეკემბერი. 2016. 21:53


 

თათია დოლიძის, „გაეროში" საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გამოსვლამ „გაეროს" გენერალურ ასამბლეაზე არავინ დატოვა გულგრილი. მან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა დიდი სიმპათია და ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღტაცება გამოიწვია. თათიას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და იმ წრეებში, სადაც საქმიანობს, საკმაოდ პოპულარულია. გარდა ამისა, მან ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა და ცხოვრება საყვარელ ადამიანს დაუკავშირა.


თუ როგორ დაწინდა ღამის 12 საათზე მომავალმა მეუღლემ თათია დოლიძემ ჟურნალ „თბილისელებთან" ისაუბრა.


„ახლა, რაც ჩემი მეუღლე გახდა, უფრო მეტად გამოხატავს: რა უხარია და იმას, რომ ამაყობს ჩემით. შეყვარებულობის დროს უფრო თავშეკავებული იყო. რაც უნდა გამეკეთებინა, არ მახსოვს, შევექე ან საქებარი სიტყვა ეთქვა. ახლა, რაც ცოლი გავხდი, უფრო აძლევს თავს იმის უფლებას, კომპლიმენტები მითხრას. როგორც გავარკვიე, ძალიან ამაყობს და მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ჩემი ასეთი გამოსვლა. სასაცილო დამთხვევაც მოხდა. ორ წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ურთიერთობა გვაქვს, შესაბამისად, ქორწინებაც ამ ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელება იყო. მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ჩამოვედი ამერიკიდან და მეორე დღეს მთხოვა ხელი. ყველა იცინოდა: შეეშინდა, რადგან სტატუსებს წერდნენ: ეს გოგო გაგვაცანი, ამ გოგოს გაცნობა გვინდაო. დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდში ამაზე არ გვისაუბრია. შესაბამისად, მოულოდნელიც იყო. სახლის სიტუაციაში ჩვეულებრივ მკითხა: ხომ არ გამომყვები ცოლადო. მე სერიოზულად არც აღვიქვი და ზოგადად ვუპასუხე: ხო, რა ვიცი-მეთქი. არ მეგონა, თუ ამას რამე მოჰყვებოდა. თურმე მთელი მისი საძმაკაცო გამზადებული იყო და იმ ღამესვე წამიყვანეს ეკლესიაში. ღამის 12 საათზე დავიწინდეთ. ჯვრისწერაც უნდოდათ, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. როგორც ყველა გოგოს, მეც წარმოდგენილი მქონდა ჩემი ჯვრისწერა ლამაზ კაბაში და არა ასე მოულოდნელად, ფორმაში რომ არ ხარ. თან, თვალზე კოღოს ნაკბენი მქონდა და ისეთი სასაცილო იყო - ეკლესიაში მივყავარ და მე ვყვირი: კოღოს ნაკბენი მაქვს, არ წამოვალ-მეთქი. მხოლოდ დაწინდვაზე იმით დავითანხმე, მშობლები არ არიან და ეწყინებათ-მეთქი. ასე გადავაფიქრებინე ჯვრისწერა, რომელსაც ქორწილთან ერთად, გაზაფხულზე ვგეგმავთ. სამაგიეროდ, ხელი მოვაწერეთ, ულამაზესი კაბა მეცვა „ზენკა და მარიმ" მაჩუქეს პირდაპირ პარიზის კოლექციიდან. მიხარია, რომ სწორედ ისეთი მეუღლე აღმოჩნდა, როგორიც მინდოდა. შეყვარებულიც კარგი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ქმარი უკეთესი იქნებოდა. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ახლა უფრო მშვიდად გრძნობს თავს, რომ მისი ვარ. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ერთად არასდროს გვწყინდება. ერთად გართობაც შეგვიძლია. ძალიან ვგავართ ერთმანეთს - ინტერესები, ღირებულებები საერთო გვაქვს. ორივე დომინანტი ტიპაჟები ვართ და აქტიურები, მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად ვართ ერთად. ურთიერთობაში რაღაცეების დათმობას ორივე ვსწავლობთ, მთავარია, არ დათმო ის, რაც შენთვის ღირებულია", - ამბობს თათია დოლიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი