logo_geo
„მითხრა, მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო, რა იცი, რა ხდებაო“ - რას ჰყვება შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი
- +

21 დეკემბერი. 2016. 12:59




„ჩემს პირად არქივში დაახლოებით 6 ათასამდე ფოტო მაქვს, დიდი ნაწილი კი ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ინახება", - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი სერგო ედიშერაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

 

„საქინფორმში" ვმუშაობდი. კომუნისტების დროს არ არსებობდა ცნება „პერსონალური ფოტოგრაფი". როცა ედუარდ შევარდნაძე ცეკას პირველი მდივანი გახდა, სულ მე ვიღებდი. 1985 წელს მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ, ხოლო 1992 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უკვე არსებობდა პერსონალური ფოტოგრაფის ინსტიტუტი. „საქინფორმის" ხელმძღვანელობამ მე გადმომაბარა მისი ფოტოგრაფობა. ამიტომ ბევრი ფოტო მაქვს..." - ამბობს ედიშერაშვილი.

 

სერგო ედიშერაშვილი ედუარდ შევარდნაძეზე ამბობს, რომ იგი ძალიან თბილი და იუმორით სავსე კაცი იყო. აქვე, იხსენებს ბოლოს გადაღებულ ფოტოს.

 

„ძალიან თბილი და იუმორით სავსე კაცი იყო. ძალიან ვუყვარდი. დილით რომ დამინახავდა, თვალები გაუბრწყინდებოდა და იტყოდა, ზნაჩიტ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბატონმა ედუარდმა იცოდა ჩვენი, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ფასი. როდესაც ობიექტივი მიმართული იყო მისკენ, სპეციალურად ჩვენთვის მუშაობდა. არასდროს უთქვამს, გეყოფა გადაღებაო. მისი ერთი გამოხედვა და უკვე ვხვდებოდი, უნდა შემეწყვიტა გადაღება. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა.

 

ბოლო ფოტო კრწანისის რეზიდენციაში გადავიღე. ეზოში პატარა ეკლესიაა და იქ ეზიარა. ბაბუს ეს ფოტო სანახავად ძალიან მძიმეა. უკვე პენსიაზე იყო გასული, როდესაც მასთან ერთად ეს ფოტო გადავიღე. მითხრა, მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო, რა იცი, რა ხდებაო", - ამბობს სერგო ედიშერაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი