logo_geo
„ამ დღეს ვიგრძენი, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა“ - რას ჰყვება გიორგი მარგევლაშვილის ფოტოგრაფი
- +

21 დეკემბერი. 2016. 14:37


 




„პირველი ფოტო პრეზიდენტის რანგში ინაუგურაციის დროს გადავუღე. ეს დღე განსაკუთრებული გახდა ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის და მოქალაქისთვის", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირადი ფოტოგრაფი ლელა ბრაგონრავოვა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში და აქვე დასძენს, რომ პრეზიდენტის არცერთი ფოტო არ არის დადგმული.

 

 

„მომსწრე ვარ წინასაარჩევნო რბოლის, ასევე ინაუგურაციის და შემდეგაც ყველა მოვლენის, სადაც მონაწილეობდა პრეზიდენტი. ყველა გადაღებაზე ვნერვიულობ, ასე მგონია, პირველად ვიღებ, რადგან ვიცი, რომ თუ ვერ გადავიღე ესა თუ ის მოვლენა, ფოტო ვიზუალის გარეშე იქნება. ამიტომ მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული. პრეზიდენტის არცერთი ფოტო არ არის დადგმული, ყველა ასახავს ზუსტად იმ დროს, მომენტსა და ემოციას, რაც იყო. ვცდილობ კონკრეტული დროის დოკუმენტური სიზუსტით გადმოცემას", - ამბობს ლელა ბლაგონრავოვა.

 

მარგველაშვილის პირადი ფოტოგრაფი აქვე იხსენებს გამორჩეულ დღეს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ვილნიუსში და იქ გადაღებული ფოტო მისთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო.

 

„ყველაზე კარგად პირველი ვიზიტი მახსოვს, რომელიც ვილნიუსში იყო და ის ფოტო, რომელიც გადავიღე. სურათს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ზოგს მოეწონა, ზოგს - არა, მაგრამ ეს იყო პირველი გამოწვევა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფისთვის. ამ დღეს ვიგრძენი პირველად, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა", - ამბობს პრეზიდენტის ფოტოგრაფი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი