logo_geo
გრიშა ონიანი: სტალინს და ჰიტლერს, რომ ეთანამშრომლათ მსოფლიო ბევრად კარგი იქნებოდა
- +

22 დეკემბერი. 2016. 03:03




საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" დამფუძნებელმა და უცვლელი თავმჯდომარემ გრიშა ონიანმა ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში  სტალინის შესახებ ისაუბრა. როგორც ონიანმა განაცხდა, მეორე მსოფლიო ომი ბრიტანეთმა და ამერიკამ დაიწყეს.


„სტალინს და ჰიტლერს, რომ ეთანამშრომლათ მსოფლიო იქნებოდა სულ სხვა. ამ შემთხვევაში მსოფლიო  ბევრად კარგი იქნებოდა. სწორედ ჰიტლერის და სტალინის მეგობრობამ დააჩქარებინა ბრიტანეთსაც და ამერიკასაც , რომ როგორმე ომი დაწყებულიყო.

რუზველტის შვილი წერს, რომ ჩვენ სთადარიგო მოთამაშეები ვართო, რომლებით სკამზე ვსხედვართო. ძირითადად ახლა ჩინეთი, საბჭოთა კავშირი და გერმანია მართავს სიტუაციასო. თუ დავატყობთ, რომ ისინი დაიღალნენ ისე რომ მათ ბურთის გატანა არ შეუძლიათო, მაშინ შევალთ და ბურთს ჩვენ გავიტანთო. ამას მამაჩემი ამბობდაო, იხსენებდა რუზველტის შვილი. ამერიკა არ დაეხმარა საბჭოთა კავშირს ომში სანამ იაპონიამ არ დაარტყა. როგორც დღეს სირიასთან მიმართებაში ხდება, ზუსთად მაშინაც ასე იყო",- განაცხადა ონიანმა. 


 

big_banner
არქივი