logo_geo
სოსო ცისკარიშვილი: რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად
- +

22 დეკემბერი. 2016. 12:11





„მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმით, რაც დატრიალდა ალეპოსა და მთელ რეგიონში", - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ნელ-ნელა აშკარად ხდება სადიზმის სიმბოლო. აქვე, ექპერტი ამბობს, რომ არსებული სიტუაცია მიუთითებს მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე.

 

„რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად. რუსეთის „ჰუმანისტი" პრეზიდენტი სულ უფრო და უფრო აშკარად ხდება სადიზმის სიმბოლო. ფაქტია, რომ რუსეთს არ აინტერესებს და აღარც აქვს თავდაცვის სამინისტრო, ეს უწყება გადააკეთეს თავდასხმის სამინისტროდ... ასეთ ვითარებაში გონიერება გვმართებს, რომ არ წამოვკრათ ფეხი იმ ნაღმებს, რომლებიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს განლაგებული.

 

მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმით, რაც დატრიალდა ალეპოსა და მთელ რეგიონში. როდესაც იქიდან გავრცელებულ შემაძრწუნებელ კადრებს ხედავ, მიმდინარე პროცესების შესაფასებლად კვლევების ჩატარება საჭირო აღარ არის.

 

ამასთან, ვხედავთ სირიისა და რუსეთის პრეზიდენტების კმაყოფილ სახეებს. უკვე აშშ-დანაც გვესმის შეულამაზებელი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ, რაც, ჩემი აზრით, ყოველგვარ საფუძველს უსპობს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისა და კრემლის მოსალოდნელ კოაბიტაციას თუნდაც სირიის თემაზე და უფრო აძლიერებს მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი