logo_geo
კახა კახიშვილი: მაია რჩეულიშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის გამონაკლისი
- +

23 დეკემბერი. 2016. 22:45


 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში „ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ ის გადაყვანილი იაქნება სამოქალაქო კლინიკაში. კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  აღნიშნუი ქმედება არ არის გამონაკლისი. კახიშვილის განმარტებით,  როდესაც მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს ვეღარ აწვდიან სამედიცინო სერვისს ისინი სამკურნალოდ სამედიცინო კლინიკებში გადაჰყავთ.


„ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუარესდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში. ეს არ არის გამონაკლისი, ფაქტობრივად ძალიან ხშირად ყველა იმ მსჯავრდებულის და ბრალდებულის გადაყვანა ხდება, ვისაც ჩვენ ვეღარ ვაწვდით სამედიცინო სერვისს საპატიმრო დაწესებულებებში და ძალიან ხშირად ჩვენი პატიმრები გადადიან სამოქალაქო კლინიკებში სამკურნალოდ", - განაცხადა კახიშვილმა.


მისი თქმით, მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა კიდევ ერთი სპეციალისტის ჩართვა მეორე კლინიკიდან.


„მაია რჩეულიშვილი გადაყვანილი იყო ერთ-ერთ კლინიკაში, შემდგომში, როგორც მე ვიცი და როგორც მითხრა სამედიცინო დეპარტამენტმა, მისი მდგომარეობა გაუარესდა, საჭირო გახდა კიდევ ერთი სპეციალისტის ჩართვა მეორე კლინიკიდან და ეს პროცედურები მიმდინარეობს ის იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება მოთხოვნას მისი გათავისუფლების თაობაზე ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას ან დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმის თაობაზე. ადვოკატებმა შეიტანეს კონკრეტულად შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა", - განაცხადა კახიშვილმა.


 

big_banner
არქივი