logo_geo
გიორგი კახიანი: კომისია იმისთვის არ შეგვიქმნია, რომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მივიღოთ
- +

23 დეკემბერი. 2016. 23:52


 


საპროცედურო საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და წარმომადგენლობითია, რაც უდაოდ, პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მისი თქმით, არ არსებობს საშიშროება, რომ მმართველი პარტიის დიდმა წარმომადგენლობამ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაუბალანსებელი თანაფარდობა  შექმნას. 


„ასეთ პირობებში შემუშავებული და მიღებული პროდუქტი, რა თქმა უნდა, მეტი კონსენსუსის შედეგად მიიღება და ეს პროცესი სწორედ აქეთკენაა მიმართული. გვინდა, ისეთი პროდუქტი შევიმუშაოთ, რომელსაც ძალიან მაღალი ნდობა ექნება როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სხვათა მხრიდან. გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებიც კომისიაში ვერ მოხვდნენ, უკმაყოფილება არის და ასეთი უკმაყოფილება შესაძლოა, ექსპერტებშიც იყოს,  მაგრამ მთლიანობაში, კომისია საკმაოდ წარმომადგენლობითია.

 

კომისია იმისთვის არ შეგვიქმნია, რომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მივიღოთ. კომისიის შექმნა ჩვენი პოლიტიკური ნება იყო და არა ვალდებულება. თავისუფლად შეგვეძლო, პარლამენტში ნებისმიერი კონსტიტუციური ინიციატივის ინიცირება მოგვეხდინა და ესა თუ ის ცვლილება მიგვეღო, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. კარგად გვესმის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციას და იმ ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში, ძალიან მაღალი კონსენსუსის საფუძველზე  უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კახიანმა.


.


 

big_banner
არქივი