logo_geo
ლევან ვასაძე: საქართველოს ომები მომავალშიც ელის...
- +

24 დეკემბერი. 2016. 15:32



„საქართველოს უნდა ჰყავდეს მაქსიმალურად ძლიერი ჯარი, რადგან მას, სამწუხაროდ, ომები მომავალშიც ელის", - ამბობს ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველოს მეზობელი ოთხივე ქვეყანა არის პოტენციურად აგრესორი.

 

„დიახ, ეს ომები ჩვენ თავს დაგვატყდება და ჯარის მხრიდან ისევ საჭირო გახდება არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა, არამედ ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრის, შეურაცხყოფისა და ფიზიკური განადგურებისგან დაცვა. საქართველოს მეზობელი ოთხივე ქვეყანა არის პოტენციური აგრესორი - ზოგი ისტორიული და ზოგი მოქმედი ოკუპანტი. ოთხივეს ჰყავს ჩვენზე დიდი ჯარი და ოთხივეში მოქმედებს ჯარში საყოველთაო გაწვევის პრინციპი... უდავოა, რომ ამ ურთულეს რეგიონში, ჩვენი სახელმწიფოსათვის, ისევე, როგორც ყველგან, პრიორიტეტი ენიჭება ჩვენს დამოუკიდებელ დიპლომატიას (რომელიც ამჟამად ასევე არ გვყავს), რათა მან ყველაფერი გააკეთოს ჩვენს მეზობლებთან ომის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ლევან ვასაძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი