logo_geo
რა გახდა ხაბაზის, ონიანისა და კიდევ რამდენიმე ნაცის შემცირების მიზეზი?
- +

24 დეკემბერი. 2016. 17:29


 

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიაში - „შემცირებულები და დამცირებულები" „ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებზე საუბრობს, რომლებიც ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით შემცირებაში მოჰყვნენ და ამბობს, რომ ამის მიზეზი მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პოზიციის მხარდაჭერა აღმოჩნდა.

 

„როგორც მგლოვიარე ჩიორა თაქთაქიშვილი საკუთარ facebook-გვერდზე წერს:

 

„ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას, დღეს კი ისინი შემცირებაში მოაყოლა „შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა".

 

ე.ი. ხაბაზმა, ონიანმა და მათთან ერთად შემცირებულმა ნაცებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილის პოზიციას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არა მცირე, არამედ დიდი მასშტაბის ყრილობა უნდა ჩაატაროს, რომელზეც გადაწყდება, პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებს თუ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს?

 

შეგახსენებთ, რომ ბოკერიას ამფსონები, ანუ „გიგარასტები" ნაცმოძრაობის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევას ლობირებენ, „მიშარასტები" კი თვლიან, რომ პარტიის თავმჯდომარე ან სააკაშვილი უნდა იყოს, ან - არავინ!

 

ჰოდა, რაკიღა ხაბაზი, ონიანი და სხვები მიშას ერთგულები არიან, ამიტომაც შეამცირესო, ამტკიცებს ჩიორა თაქთაქიშვილი", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი