logo_geo
გამსახურდიას არ მოსწონდა „ფაუსტი“ - არ მესმის, ფაუსტი, რომელმაც ამდენი უკეთური საქმე ჩაიდინა, როგორ ცხონდაო
- +

26 დეკემბერი. 2016. 13:13



საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის მმართველობის დროსაც მსოფლიო რუკას დაუბრუნდა სახელმწიფო სახელწოდებით - საქართველო, თავისუფალ დროს წიგნის კითხვასა და უცხოური ლიტერატურის თარგმნაში ატარებდა. „კვირის პალიტრამ" გაარკვია თუ როგორი იყო, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში.


„ზვიად გამსახურდია იკვლევდა ამერიკულ და ბრიტანულ ლიტერატურას, მოგვიანებით კი ორი წიგნი გამოსცა „ვეფხისტყაოსანის" მსოფლმხედველობის საკითხებზე.

 

როგორც მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია იხსენებს, ქართულ ლიტერატურაში მისი საყვარელი ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი" იყო, უცხოურში კი - ჰომეროსის „ილიადა". მის სამაგიდო წიგნებს შორის იყო ასევე შექსპირის ორი დრამა - „ჰამლეტი" და „ჰენრი მეოთხე".

 

ზვიად გამსახურდია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ არ მოსწინდა გოეთეს „ფაუსტი", რადგან წიგნის ფინალი უცნაურად ეჩვენებოდა - ფაუსტი, რომელმაც ამდენი უკეთური საქმე ჩაიდინა, როგორ ცხონდაო, უკვირდა.

 

რაც შეეხება მუსიკას, ზვიად გამსახურდია შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე. კინემატოგრაფიით გატაცებული არ გახლდათ, ერთადერთი ფილმი, რომელიც მის აღფრთოვანებას იწვევდა, გასული საუკინის 70-იან წლებში გადაღებული „300 სპარტელი" იყო", - ნათქვამია „კვირის პალიტრას" სტატიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი