logo_geo
ელენა ხოშტარია: სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება
- +

26 დეკემბერი. 2016. 15:11



„ნაციონალურ მოძრაობაში" მოქმედი ხელმძღვანელები პარტიულ გადატრიალებაზე ალაპარაკდნენ. გივი თარგამაძეს, პოლიტსაბჭოსგან დამოუკიდებლად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შექმნილმა ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ გკჩპ გაახსენა, დავით დარჩიაშვილმა კი განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს თავის არსებობას. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის დელეგატებთან სკაიპით ჩართვისას გიგა ბოკერიას ფლანგი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია. როგორც ცნობილია, ექს-პრეზიდენტი გიგა ბოკერიასა და მისი მხარდამჭერებისგან საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოითხოვს, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის" ხმებს არ წამრმოადგენენ.


„ნაციონალური მოძრაობის" წევრ ელენე ხოშტარიასთვის გაუგებარია, განსხვავებული აზრის გამო რატომ ესხმის თავს თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილი. ამ საკითხზე ელენე ხოშტარია „კვირის პალიტრას" ესაუბრა.

 

„გაუგებარია, როდესაც განსხვავებული აზრის გამო თავს უსამართლოდ გესხმიან და მეტიც, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან გარიგებაში გადანაშაულებენ. სამწუხაროდ, პარტიაში კამათი, რაც მე პრობლემად არ მიმაჩნდა, გაუგებარ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია", - განაცხადა ხოშტარიამ.


მისი თქმით, გამორიცხული არ არის ყრილობის დღის წესრიგში დადგეს მოთხოვნა, საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე, თუმცა ელენე ხოშტარიას თანაგუნდელების კეთილგონიერების იმედი აქვს.


„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდით, მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არც ერთ ჩვენგანს არ გაუკეთებია, ახლა კი ვხედვათ, რომ ეს ჯგუფი პოლიტსაბჭოს გვერდის ავლით, ყრილობაზე ძალის დემონსტირებისათვის ემზადება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი