logo_geo
„არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყრილობა პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენოს“
- +

27 დეკემბერი. 2016. 01:33


 

„ვფიქრობ, ნორმალური ყრილობა რომ ჩატარდეს, უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა, მაგრამ თუ რამე გამოცდილება მაქვს წიგნიდან თუ პრაქტიკიდან, სტადიონზე საგნობრივი მსჯელობა ვერ წარმომიდგენია", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა Palitranews-ის გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის" 20 იანვრის ყრილობა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ პოლიტიკური რევანშისათვის გამოიყენოს.


„არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ არის შესაძლებელი, ასეთი რამ არის ჩაფიქრებული. შეიძლება ყრილობა იყოს ასეთი, რომ იქნება ბევრი ხალხი, განწყობილი ლოზუნგებისათვის და არა საგნობრივი მსჯელობისათვის და ბოლოს რაღაცნაირად... იყოს ასეთი ლოზუნგები - „თქვენ ხართ უნიათოები", „არ გაამართლეთ ნდობა, რომელიც ჩვენ მოგანიჭეთ", „წადით თქვენ და სხვა ადამიანები მოვლენ". კი ბატონო, ესეც ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალური ყრილობა რომ ჩატარდეს, უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა, მაგრამ თუ რამე გამოცდილება მაქვს წიგნიდან თუ პრაქტიკიდან, სტადიონზე საგნობრივი მსჯელობა ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.




 

big_banner
არქივი