logo_geo
„გული მწყდება, მაგრამ ვითმენ“ - რატომ არ უნდოდა შვილის პროექტში ჩართვა თეა გობეჯიშვილს
- +

27 დეკემბერი. 2016. 02:39



გამოჩნდა თუ არა სცენაზე ცეკვით, სალომე ჭაჭუას კონკურენტად მონათლეს. მისი პირველივე ნომერი შოუში „შენ შეგიძლია ცეკვა" სოციალური ქსელის ჰიტად იქცა. „იმედის" მაყურებელი არ იშურებდა თბილ კომენტარებს ნიტა ლომიძის მისამართით. ამ 13 წლის ვირტუოზს საზოგადოების ნაწილი იცნობს საბავშვო ფილმებიდან, სპექტაკლიდან „მუსიკის ჰანგები", მაგრამ, როგორც მოცეკვავე, პირველად გამოჩნდა ფართო ასპარეზზე. ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილს გამადიდებელი შუშით უყურებს ყველა. სწორედ ამის ეშინოდა თეას, როცა ნიტამ პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა.


გთავაზობთ ნაწყვეტს  თეა გობეჯიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ვრცლად „პრაიმტაიმში" გამოქვეყნდა.


- სალომე ჭაჭუას კონკურენტადაც კი დაასახელეს ნიტა...


- მართლა? სალომე საქართველოში დღეს ყველაზე ძლიერი მოცეკვავე ქალია. ფანი თავისი საქმის. ამიტომ ეს დიდი კომპლიმენტია ჩვენთვის.


- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს ნიტას. როგორ აფასებ მის შანსებს, თუ ნიტას ასაკსაც გავითვალისწინებთ...


- მზაობა იმისა, რომ მან თანაბარი კონკურენცია გაუწიოს დანარჩენებს, ნიტაში არის. არ მეშინია ნიტას ასაკის. მომზადებულია ფიზიკურად, ტექნიკურად. უფრო მეტად მეშინია იმის, როგორი ცეკვა, მუსიკა შეხვდება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გამარჯვება გვინდა, მინდა კარგი ცეკვები იცეკვოს, მომდევნო წინა ცეკვაზე უკეთესი იყოს, დავინახო, როგორ იზრდება ტურიდან ტურში. თუკი ამას მივაღწევთ, ვიქნები უბედნიერესი, ეს იქნება დიდი პრაქტიკა ნიტასთვის.

 

- თეა, როგორც ქორეოგრაფი, ერევი მუსიკაში, დადგმაში...


- ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს, ამ მხრივ. არ ვიცი, რამდენად სწორი შედარებაა, მაგრამ ეს ჰგავს სიტუაციას, როცა ხარ მძღოლი და გვერდით უზიხარ მძღოლს. სულ გინდა მიეხმარო, იგივენაირად გეღლება კუნთები და მასავით განიცდი. როცა ვიგებ, რა უნდა იცეკვოს, მაშინვე ვდგამ სიუჟეტს, ყურში მესმის მუსიკა, რომელსაც მე მივცემდი ამ სიმღერაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, უფლება არ მაქვს, ჩავერიო და ეს ტანჯვაა ჩემთვის. ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს. ყოფილა მომენტები, როცა მიფიქრია, რომ ტექნიკურად კიდევ უფრო რთულის მიცემა შეიძლებოდა. ამაზე ცოტა გული მწყდება, მაგრამ ვითმენ. ვიცოდი, რომ ამისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი. პროექტს თავისი ქორეოგრაფები ჰყავს და არანაირი უფლება არ მაქვს, ჩავერიო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი