logo_geo
რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებით?
- +

27 დეკემბერი. 2016. 10:38


 



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ე.წ. „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, რომელიც უფრო დახვეწილი იქნება კანონიერი ქურდებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.


„ჩვენ ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე. იგი 2017 წლიდან ამოქმედდება და ჩვენს გამოწვევებსა და ხედვებს ასახავს ამ სფეროში. პარალელურად, მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, რომელიც ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის და ეს კანონმდებლობა იქნება უფრო დახვეწილი კანონიერი ქურდებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. სამუშაო პროცესში მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ როგორც ჩვენთან არსებული რეალობა, ისე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გამოწვევები და ტენდენციები ევროპაში. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის იტალიის ანტიმაფიის ეროვნული დირექტორატის პროკურორებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ვფიქრობ, ეს პროცესი მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრებ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი