logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ჩემთვის პოლიციელი არის გმირი და ყოველთვის ასე დარჩება
- +

27 დეკემბერი. 2016. 15:08


 

 

 


„დიახ, მე ვიცავ პოლიციელებს, რადგან ჩემზე კარგად, შესაძლოა, არავინ იცის, რა რთულია ეს პროფესია", - ამის შესახებ სინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კარგად ესმის რა რთულია პოლიციელის პროფესია, ამიტომ არავის მისცემს უფლებას, დაუმსახურებლად შეურაცხყოს პოლიციელი. თუმცა, აქვე დასძენს, რომ დაუმსახურებლად ვინმეს შეურაცხყოფის უფლებას არც თავად პოლიციელს მისცემს.

 

ყველამ კარგად იცის და აქამდე ბრალადაც მიყენებდნენ ხოლმე პერიოდულად, რომ მე ყოველთვის ვიცავ პოლიციელებს. დიახ, მე ვიცავ პოლიციელებს, რადგან ჩემზე კარგად, შესაძლოა, არავინ იცის, რა რთულია ეს პროფესია. ეს არის საქმე, როცა შენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად - სხვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, საკუთარი უძილობის ფასად - სხვა ადამიანების ძილს იცავ. ამიტომ ჩემთვის პოლიციელი არის გმირი და ყოველთვის ასე დარჩება. მე ვიცი, რამდენად რთულია რიგითი გამომძიებლის, რიგითი პატრულის, რიგითი მაშველისა თუ მესაზღვრის ცხოვრება. წარმოუდგენლად რთული! მეც ოდესღაც გამომძებელი ვიყავი. ამიტომ არასდროს არავის მივცემ უფლებას, დაუმსახურებლად შეურაცხყოს პოლიციელი და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს!

 

მაგრამ ამის უფლებას არც თავად პოლიციელს მივცემ! 40 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტოს სისტემაში. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩირქს სცხებენ პოლიციელის ღირსებას. ასე ერთბაშად, ერთ დღეში, მათი გამოვლენა არ ხდება. და ამას არ სჭირდება არანაირი ოპტიმიზაცია. როგორც კი ჩნდება ეჭვი, როგორც კი გვაქვს საქმე ისეთ გადაცდომასთან, რომელიც შეცდომა კი არა, დანაშაული - ჩვენი რეაგირება არის მყისიერი და ადეკვატური", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი