logo_geo
მერაბ კოკოჩაშვილი: გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი იარაღი
- +

27 დეკემბერი. 2016. 18:20


 



„კინოზე მეტად ინტეგრირებული ხელოვნება არ არსებობს. ჩვენს ეპოქაში, თუნდაც „ოსკარზე" წარდგენილ ფილმს, იმავე დღეს ნახულობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი და გამოჩენისთანავე იწყება საზოგადოებაზე მისი ზეგავლენაც", - ამის შესახებ კინორეჟისორი და პედაგოგი, მერაბ კოკოჩაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.


მისი თქმით, კულტურა ის ფუნდამენტია, რაზეც ყველაფერი დგას და, თუ ქართველობა  დღემდე რაიმემ მოიყვანა, სწორედ ჩვენი ენა, საბრძოლო ხელოვნება და რწმენაა, რაც კულტურაში ერთიანდება.


„კინოხელოვნებას ქვეყნის ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, რომ უძველესმა ეროვნულმა კულტურამ კარგი ზეგავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნის საზოგადოებაზეც, რათა გაგიცნონ, პატივი გცენ და ა.შ. „გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი იარაღი!" - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი