logo_geo
„ლამარას უახლოეს სერიაში ბედნიერება ეწვევა“ - მარინა დარსალია სერიალის დეტალებს ამხელს
- +

27 დეკემბერი. 2016. 23:27




სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში"  გრიშა კაკაჩიას შინამომსახურე - ლამარას როლს მსახიობი მარინა დარსალია თამაშობს. მსახიობმა ambebi.ge - სთან სამუშაო გარემოსა და მის გმირზე ისაუბრა.


„11 თვის წინ, იანვარში, პირველად გამოვჩნდი ცნობილ სერიალში. ვორონცოველ ბიჭებთან, - ჩაქუჩაჩასთან და მიშკასთან მქონდა პირველი სცენა, დიალოგი და ასევე ჩემს კარგ გოგოებთან, რომლებიც სამზარეულოში ჩემთან ერთად მსახურობენ გრიშა კაკაჩიას სახლში.  იმდენად მიყვარს ეს სერიალი, ისეთი დადებითი აურა აქვს, რომ ასე მგონია, რომ მართლა გრიშა კაკაჩიაა, დათო კვირცხალია, მე კიდევ, ლამარა... დამიჯერეთ, დიდი სიყვარულია იქ.

 

... ის გოგოებიც (სამზარეულოში) იმდენად საყვარელები არიან და საერთოდ, ყველანი მთელი შემადგენლობა. ამ 11 თვეში ყველა შემიყვარდა...

 

ჩემი პერსონაჟი გარეთ არ გადის, სახლშია სულ, თუმცა უახლოეს სერიაში მას ბედნიერება ეწვევა, რესტორანში მიჰყავთ, სადაც სხვანაირად იმოსება, რადგან ბარბარესა და მაქსიმეს ნიშნობაა", - ამბობს მარინა დარსალია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი