logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ლევან ვარშალომიძის ნაბიჯმა შალვა ნათელაშვილი გამახსენა...
- +

28 დეკემბერი. 2016. 00:09


 


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას ლევან ვარშალომიძის მისამართით მმართველი გუნდის შეფასებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლევან ვარშალომიძე ნამდვილად ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.


„ვარშალომიძე ამდენი ხნის განმავლობაში იძახდა, რომ უზენაეს საბჭოში არ შევიდოდა, მაგრამ ხელფასიც აიღო და დიპლომატიური პასპორტიც მოთხოვა. ალბათ, ეს ადამიანი გამორჩენაზეა და თავისი პოპულისტური განცხადებების კომპენსირებას არ ფორმით აპირებს. ალბათ, მთელი მისი საარჩევნო კამპანიის მიზანი დიპლომატიური პასპორტის მიღება იყო, მაგრამ იმედი მაქვს, მის მოქმედებას საზოგადოება სწორად განსჯის. მისმა ნაბიჯმა შალვა ნათელაშვილი გამახსენა, რომელიც იძახდა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებდა, მაგრამ თავისი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, 4 წლის განმავლობაში ხელფასებს და პრემიებს იღებდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



 

big_banner
არქივი