logo_geo
თამარ ხულორდავა: ბიუჯეტს სერიოზული სოცილაური ტვირთი აქვს...
- +

28 დეკემბერი. 2016. 11:49


 

„ჩვენს ბიუჯეტს სერიოზული ტვირთი აქვს აღებული, რაც არის სავალდებულო და სატვირთი შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.


მიუხედავას „სერიოზული ტვირთისა", თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა შეინარჩუნოს.


„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს არის საციცოცხლოდ აუცილებელი პროგრამა მოსახლეობისათვის.

 

ჩვენ, რომ ახლა ვსაუბრობთ მოსახლეობაში შემოსავლების შემცირებაზე, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს შემოსავლები ხშირ შემთხვევაში არ ჰყოფნიდა ელემენტარული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას და საჭირო მომსახურებას.

 

დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ამ ხარჯებისგან ათავისუფლებს მოქალაქეებს. არამც და არამც არ ვამბობ, რომ ეს არის უკვე იდეალური სიტუაცია და პრობლემები ამის იქით არ არსებობს, მაგრამ ვამბობ იმას, რომ ჩვენ დაგვხვდა სიტუაცია, როდესაც აუცილებელი იყო ამ ჰუმანიტარული ნაბიჯის გადადგმა. ჩვენმა ბიუჯეტმა ეს ტვირთი აიღო და საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი და პროგრესული დინამიკა შეიმუშავა", - განაცხადა ხულორდავამ.

 

 




 

big_banner
არქივი