logo_geo
„გიორგი მარგველაშვილი 2016 წელს ორ თემაზე გაიბუტა“...
- +

28 დეკემბერი. 2016. 14:25



გაზეთი „პრაიმტაიმი" 2016 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით წერს და ერთ-ერთ მოვლენას საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის „გაბუტულ პოზას" ასახელებს.



„გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ჰოროსკოპი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდამ მომსახურების ზონიდან არის გასული - სულ გაბუტულია. ისე კი, ძირითადად ქალწულის როლშია - არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკარება.

 

2016 წელს ორ თემაზე გაიბუტა. პირველი არჩევნების თარიღის დანიშვნა იყო, მეორე კი - საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მას ორი დადგენილების გამოცემა მოუწია. მთავრობამ ექვსი თვით ადრე მარათონის გახსნაზე უარი თქვა, ფინანსური პრობლემების გამო. შესაბამისად, პრეზიდენტს მოგვიანებით ახალი განკარგულების გამოცემა მოუწია.

 

უკვე წლის ბოლოს კი მარგველაშვილი ისევ გაიბუტა, როცა ის საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარედ არ დაასახელეს. რამდენიმე უსარგებლო გადაძახილის შემდეგ მარგველაშვილი ისე გაიბუტა, რომ კომისიაში მუშაობაზეც კი უარი თქვა", - წერს „პრაიმტაიმი".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი