logo_geo
2016 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები კულტურაში
- +

28 დეკემბერი. 2016. 18:00




გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიაში - „2016 წლის მოვლენები კულტურაში" კულტურული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ, პროგრესულ და ისტორიულ მოვლენებს გვთავაზობს:



წლის რეაბილიტაცია - ოპერისა და ბალეტის თეატრი:

165 წლის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ახალი ერა 2016 წლის 30 იანვარს დაიწყო და ისტორიული დიდებულება და თანამედროვე შესაძლებლობები ერთმანეთს ოსტატურად შეუთავსა. ოპერის თეატრი 6-წლიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი".


წლის პროექტი - ქეთი მელუა და გორის ქალთა კამერული გუნდი:

გორის ქალთა კამერული გუნდისა და ქეთი მელუას ერთობლივმა ევროპულმა ტურნემ დიდი წარმატებითა და დადებითი გამოხმაურებით ჩაიარა. თანამშრომლობის ფორმატში საშობაო ალბომმა „In winter", მალე ლონდონის ჩარტების ათეული დაიპყრო.


ქეთი მელუას ბოლო ალბომი, სახელწოდებით „In winter" („ზამთარში"), 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ის მომღერლისა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში, საქართველოში ცაიწერა. პარალელურად, 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, დაიგეგმა ერთობლივი ევროპული ტურნე, სულ 28 კონცერტი.


ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში:

იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდეობის ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათასორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო.


წლის კინოგადაღება - თვითმფრინავის ბიჭები:

თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე რეზო გიგინეიშვილმა ფილმი გადაიღო, რომელსაც კინოეკრანზე 2017 წელს გააცოცხლებს. ფილმი „მძევლები" 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. მთავარი თემა თავისუფლების წყურვილი და საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევის მცდელობაა.


წლის პროექტი კინემატოგრაფიაში:

ქართული კონემატოგრაფიის შედევრები საქართველოს უბრუნდება, პროცესი უკვე დაწყებულია. „გოსფილმოფონდში" დაცული 706 ქართული ფილმიდან ოთხი უკვე საქართველოშია. პროექტის თანახმად, რუსეთის ფილმსაცავში დაცული 1921-1991 წლებში შექმნილი ქართული ფილმების ასლები დამზადდება და საქართველოს გადმოეცემა.


წლის არქიტექტურული პროექტი - ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე:

პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩაუტარდა 48 სახლს. მოეწყო და აღდგა სანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემები. ესაა პროექტის „ახალი ტფილისი" პირველი ნაწილი, რომელიც, მერიის ადმინისტრაციის ცნობით, სამომავლოდაც გაგრძელდება.


წლის გამარჯვება - მარიამ მამარდაშვილი:

მარიამ მამარდაშვილი 2016 წლის საბავშვო „ევროვიზიის" გამარჯვებულია. ეს რეკორდია. საბავშვო „ევროვიზია" სამჯერ არცერთ ქვეყანას არ მოუგია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი