logo_geo
საპარლამენტო არჩევნები - 2016 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა
- +

28 დეკემბერი. 2016. 18:45


 

 

„წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები სწორედ არჩევნები და მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებული მოვლენები გახლავთ", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიაში - „2016 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში" წერს. გამოცემა 2016 წლის პოლიტიკურ მოვლენად საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს და ამბობს, რომ მისი მთავარი შედეგი სუსტი პოლიტიკური ფიურების პოლიტიკიდან გასვლა იყო.


 

„სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს გამოცდილებამ ბევრი ვერაფერი ასწავლა, სერიოზულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა გაერთიანება ვერ შეძლეს. ამიტომაც არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი სუსტი ფიგურების პოლიტიკური ველიდან გასვლაც გახლავთ.

 

არჩევნების შემდეგ პოლიტიკა (დროებით) ირაკლი ალასანიამ დატოვა, დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიიდან" წავიდა, გუბაზ სანიკიძემ „ფორუმიდან" ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადაინაცვლა, „გირჩების" კარი გაიხურა პალიკო კუბლაშვილმა. და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკურად გაკოტრებულების სიას მიემატა პაატა ბურჭულაძეც, რომელმაც არამხოლოდ ქართული პოლიტიკა, საქართველოც კი დატოვა.

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სულ სამი პარტია მოხვდა. 5%-იანი ბარიერი, პროპორციული სიით, გადალახეს: „ქართულმა ოცნებამ" - 48%; „ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" - 5%. მაჟორიტარებთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა", - წერს „პრაიმტაიმი". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი