logo_geo
ზურა ყიფშიძე: ახალ წელს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მოვლენა ხდება...
- +

29 დეკემბერი. 2016. 17:42


 

 

„იყო სერიალები, გადაცემა და ზურა კანდელაკის დახმარებით, დავიწყეთ ჩემი დიდი ხნის სურვილის განხორციელება - კლასიკოსების დისკებზე ჩაწერა", - საუბრობს ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში მსახიობი ზურა ყიფშიძე.  ინტერვიუში ის 2016 წელს აფასებს და მიიჩნევს, რომ მისთვის ეს წელი ძალიან საქმიანი იყო.


ჩემთვის ძალიან საქმიანი წელი იყო. დავდგით ახალი სპექტაკლი - „მეფე ლირი". თეატრში მოვიდა ძალიან საინტერესო უკრაინელი რეჟისორი ჟოლდაკი. იყო სერიალები, გადაცემა და ზურა კანდელაკის დახმარებით, დავიწყეთ ჩემი დიდი ხნის სურვილის განხორციელება - კლასიკოსების დისკებზე ჩაწერა. მსურველებს წინა თაობის მსახიობების მიერ ჩაწერილი „ვეფხისტყაოსნის" მოსმენის საშუალებაც ექნებათ და ძალიან მიხარია, რომ, როგორც იქნა, მათ დაწყებულ საქმეს ჩვენი თაობის მსახიობები განვაგრძობთ.

 

მსახიობი ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ხვდება. ეს ახალი წელი კი, მისთვის სხვებისგან სრულიად გამორჩეული იქნება, რადგან მის ცხოვრებაში პირველად ძალიან დიდი მოვლენა ხდება. 


„ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით და შემდეგ ყველა თავის მეგობრებთან ერთად მიდის სადღაც. თუმცა, ჩემთვის ამ წლის ბოლო კვირები იმდენად დატვირთული იყო, რომ ახლა ძალიან დაღლილი ვარ და ალბათ, სახლში ვიჯდები.

 

წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - აბსოლუტურად ფხიზელი ვიქნები. შესაბამისად, არც ნაბახუსევი შემაწუხებს, რაც ძალიან მიხარია. არცერთ ახალ წელს არ ვყოფილვარ ფხიზელი. საქმე ისაა, რომ ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ. ამიტომ, დალევა არ შეიძლება", - აღნიშნა ყიფშიძემ.

 

ის ინტერვიუში მეკვლის ტრადიციაზეც საუბრობს და აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ მეკვლის, არამედ პარანორმალური მოვლენებისაც სჯერა.  

 

„მეკვლის მჯერა. დიდი ხანია, ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩემი შვილის მეგობარი ვიქტორ მურღულიაა. ადამიანებს ბევრი რამის არ გვჯერა, მაგალითად, პარანორმალური მოვლენების, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს და ჩვენ დავიჯერებთ თუ არა, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა", - დასძინა ზურა ყიფშიძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი