logo_geo
ინგა გირგოლია ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის
- +

30 დეკემბერი. 2016. 02:38


 

 

„პირველი რიგში, ბატონო ირაკლი, მინდა დამდეგი 2017 მოგილოცოთ და წარმატებების წელი გისურვოთ. თქვენთან ინტერვიუ უნდა დავიწყო ერთგვარი მადლობით პირადად თქვენს მიმართ",- ამ სიტყვებით ჟურნალისტმა ინგა გირგოლიამ გადაცემა „დღის ამბებში" პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართა. გრიგოლიამ ასევე აღნიშნა, რომ კობახიძე მისი გადაცემის „ყველაზე აქტიური და გამორჩეული რესპონდენტია".


„პირველი რიგში, ბატონო ირაკლი, მინდა დამდეგი 2017 მოგილოცოთ და წარმატებების წელი გისურვოთ. თქვენთან ინტერვიუ უნდა დავიწყო ერთგვარი მადლობით პირადად თქვენს მიმართ, რადგან მთელი წლის განმავლობაში თქვენ იყავით ჩემი გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული რესპონდენტი, მაშინ როცა ჯერ ჩვენი ტელევიზია ფეხს იდგამდა და მაშინ როდესაც სახელისუფლებო გუნდი ზოგჯერ თავს იკავებდა ხოლმე პირდაპირ ეთერში საუბრისგან. ამიტომ, რადგან ერთგვარი წინასაახალწლო ეთერი გვაქვს, ჩემს თავს უფლებას მივცემ და ასე პირდაპირ ეთერში მადლობას გადაგიხდით ამ თანამშრომლობისთვის. იმედი დავიტოვებ, რომ ეს თანამშრომლობა თქვენთან მომავალშიც გაგრძელდება", - მიმართა გრიგოლიამ კობახიძეს.


 

big_banner
არქივი