logo_geo
„საპრეზიდენტო არჩევნებში, ორი წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება“
- +

30 დეკემბერი. 2016. 03:08


 

„ჩვენ არ გვაქვს რიამე სუბიექტური პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება.


„შეგიძლიათ გაიხსენოთ, რამდენი განცხადება გაკეთდა ამ საკითხზე, ჩვენი გუნდის მიერ. ჩვენ არ გვაქვს რიამე სუბიექტური პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესზე. როგორი ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები ორი წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება. ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, სახელმწიფო მმართველობის როგორი მოდელი შეესაბამება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესს. პრეზიდენტის პირდაპირ და არაპირდაპირი არჩევნების წესს აქვს თავისი მინუსებიც და პლიუსებიც. იურიდიულ დეტალებში არ შევალ, თუმცა, როცა პირდაპირი წესით არის პრეზიდენტი არჩეული, მეტი ლეგიტიმაციით სარგებლობს, მეტია ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე, თუმცა მინუსია, როცა დისპროპორციაა პრეზიდენტის ლეგიტიმაცის ხარისხსა და მის ფუნქციებს შორის", - განაცხადა კობახიძემ. 


 

big_banner
არქივი