logo_geo
არჩილ თალაკვაძე: სესხი დოლარში მქონია და მაქვს კიდეც
- +

30 დეკემბერი. 2016. 15:14


 

 

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარება რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე", - აცხადებს ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე და ეროვნულ ვალუტაზე საუბრობს.



„ხშირად ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ხალხთან მაქვს მუდმივი კონტაქტი სოფლებშიც და კარგად ვიცი, რა უჭირთ. სიღარიბით ნამდვილად ვერ გამაკვირვებს ვერავინ, ჩემი ყველა სამსახური გაჭირვებულების დახმარებას უკავშირდებოდა. რეალობის განცდა არც ახლა დამიკარგავს, მით უმეტეს, როცა არჩეული პირი ვარ. გაჭირვებულს და პრობლემას როცა ვხედავ, გამოსავალს ვეძებ. ხელები არასდროს ჩამომიშვია უიმედობისგან.




სესხი დოლარში მქონია და მაქვს კიდეც. როგორც ყველა მოქალაქეზე, ჩემზეც იმოქმედა და ზუსტად ისევე მაწუხებს ეს საკითხი, როგორც სხვა ყველა მოქალაქეს.

 

 

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარება რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ეროვნული ვალუტა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ძალიან გაუფასურდა. აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი... ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ახლა დიდი გამოწვევის წინაშე არიან. მთავარია, შევძლოთ ფასების დონის შენარჩუნება და ინფლაციასთან გამკლავება. ჯერჯერობით, ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები ამ ფუნქციას ასრულებენ და მჯერა, მომავალში უკეთესი ტენდენცია გვექნება", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი