logo_geo
ბესიკ ხარანაული: პოეზიის კრიზისი თავად ადამიანშია და არა პოეზიაში...
- +

30 დეკემბერი. 2016. 15:54


 

ბარგქვეშ დაღლილი ცხენი ჯირითს ვერ იზამს. ვაჟაც სულ ასე არ იყო? ვინ იცის, რამდენი რამე დააკლო თავის ლექსებს!" - ამბობს პოეტი ბესიკ ხარანაული. ის ახალ წიგნზე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ძალიან ბრაზდება, როცა წიგნის გარეთ რაღაც შემოეწერება.


„ახალ წიგნზე ვმუშაობ და ძალიან ვბრაზდები, როცა ამ წიგნის გარეთ კიდევ რაღაც შემომეწერება. თითქოს იმას ვაკლებ რაღაცას. გავურბივარ შეხვედრებსაც, სულ მაქვს შეგრძნება, რომ ზუსტად შეხვედრის დროს შეიძლება წერა მომინდეს. უსაქმურობა საჭიროა. ბარგქვეშ დაღლილი ცხენი ჯირითს ვერ იზამს. ვაჟაც სულ ასე არ იყო? ვინ იცის, რამდენი რამე დააკლო თავის ლექსებს!

 

როგორ შეიძლება, შენზე, ჩემზე და სხვა პოეტებზე მეტად გულშემატკივრობდეს ვინმე პოეზიას, მაგრამ საზღვრები მოილია და ალბათ, რაღაც სხვა საზღვრები იქნება მომავალში. თუმცა, როცა საუბრობენ პოეზიის კრიზისზე, სულ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი თავად ამ ადამიანშია და არა პოეზიაში", - ამბობს ინტერვიუში ბესიკ ხარანაული.  






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი