logo_geo
მამა შალვა კეკელია: ღვთის მადლით, ახლა მისი უწმინდესობა ძალიან კარგადაა
- +

30 დეკემბერი. 2016. 21:01


 

მამა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა" პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.


„პატრიარქი 25 დეკემბერს - მის აღსაყდრების დღეს წირვას ვერ დაესწრო. მას ვირუსი შეხვდა, გაციებული იყო და ღვთის მადლით, ახლა მისი უწმინდესობა ძალიან კარგადაა. გადასხმები გაუკეთეს უწმინდესს და ღმერთის მადლით მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ძალიან კარგად არის", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.



 

big_banner
არქივი