logo_geo
ავთანდილ ცქვიტინიძე: ახალ წელს ოჯახს მეკვლე აუცილებლად უნდა ჰყავდეს!
- +

2 იანვარი. 2017. 15:05


 

 

 

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ახალ წელს ყოველთვის სახლში ხვდება. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში საუბრობს, ყოველთვის იცავს ახალი წლის ტრადიციებს და ფიქრობს, რომ მეკვლე ყველა ოჯახს უნდა ჰყავდეს. 


„მიხარია, რომ ახალი წელი დგება - ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაული, როცა ახალი ეტაპი იწყება ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ახალ წელს ყოველთვის ერთად, სახლში ვხვდებით. ფერი ყოველთვის უნდა იყოს სადღესასწაულო, ნათელი და არა მუქი.

 

გემრიელი საჭმელები, კარგი ღვინო, კარგი ადამიანები და მეტი რა არის ახალი წელი?! ოჯახში გვაქვს საახალწლო ტრადიციები, რომელსაც ყოველთვის ვიცავთ.

 

ახალ წელს ოჯახს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მეკვლე. ჩვენს ოჯახში მეკვლე ყოველთვის მე და ანასტასია ვართ", - აღნიშნა ავთანდილ ცქვიტინიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი