logo_geo
რომელია შენი ძვირფასი ქვა 2017 წელს?
- +

2 იანვარი. 2017. 20:27


 

რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მოგიტანთ წარმატებასა და იღბალს 2017 წელს? - ჟურნალი „თბილისელები" მკითხველს იმ ძვირფას ქვებს სთავაზობს, რომლებიც ზოდიაქოს ყველა ნიშანს წარმატებასა და იღბალს ჰპირდება.


ვერძის ქვა წითელი იასპია. ასევე, სასარგებლო მინერალია ჰელიოტროპიც, რომელიც დაგიცავთ გარშემო მყოფების ავი თვალისგან და მელანქოლიის შემოტევებს აგაშორებთ.


კუროს ქვები საფირონი და მალაქიტია. ლურჯი საფირონი ბევრ დაავადებას კურნავს. მალაქიტი ხალხთან ურთიერთობას, მათ შორის, ინტიმურსაც, ჰარმონიულს ხდის.


ტყუპებს შეესატყვისებათ აქატი, ასევე ზურმუხტი და ქრიზოლითი. მწვანე ფერი გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას ააქტიურებს, ადამიანს ნებისმიერ სიტუაციასთან შეგუებაში ეხმარება.


კირჩხიბის მფარველია მარგალიტი, რომელიც მთვარის ძალას ინახავს. ის სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაშიც ეხმარება. მარგალიტი არაა რეკომენდებული გულგრილი, აგრესიული და ქედმაღალი ხალხისთვის.


ლომის ქვას მზის ფერი აქვს. ესენია: ქარვა, ოქროსფერი ტოპაზი, ავანტიურინი, ასევე ლალი. სულსა და სხეულს აძლიერებს, აურას ასუფთავებს და გულის მუშაობას აუმჯობესებს.


ქალწულის ქვებია: სარდიონი, მთის ბროლი, ციტრონი. ეს ქვები აურას ასუფთავებს და ქალწულის კრიტიკულ განწყობას საჭირო მიმართულებას აძლევს. ასევე, სასიკეთოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე.


სასწორის ნიშნის ემოციურმა ადამიანებმა უნდა ატარონ ნეფრიტი, რომელიც მათ იღბალზე სასიკეთოდ მოქმედებს. ასევე, მათ შეესაბამებათ ვარდისფერი კვარცი, ვარდისფერი ქალცედონი და იასამნისფერი ამეთვისტო.


ღრიანკალის ქვები ფირუზი და სარდონიქსია, რაც მის შინაგან ძალას აღვიძებს და საჭირო მიმართულებით წარმართავს. ეს კი ეხმარება მათ წარმატებების ადვილად მიღწევაში.


მშვილდოსანს ესაჭიროება მუქი იასამნისფერი ამეთვისტო, ყვითელი ტოპაზი, ფირუზი, ვეფხვის თვალი. ეს ქვები წნევას დაბლა წევს, ღვიძლს კურნავს, გაწონასწორებულ ადამიანებს ამბიციების დაცხრომაში ეხმარება და იღბლიანობას აორმაგებს.


თხის რქის ქვებია: მთის ბროლი, ალმასი, ობსიდიანი, გიშერი, რაც ხაზგასმით აღნიშნავს მის მტკიცე, მიზანმიმართულ და პატივმოყვარე ხასიათს. დაგეხმარებათ ასევე მიზნების მიღწევაში.


მერწყულს შეესატყვისება: ძოწი, ლაზურიტი, ზოლიანი ონიქსი, ცირკონი. ეს ქვები იმისთვისაა, ვისაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება უყვარს. ისინი ინტელექტის მუშაობას სტიმულს აძლევენ.


თევზებს სულის სიმშვიდის მოპოვებაში ამეთვისტო და ალექსანდრიტი დაეხმარებათ. ასევე, მათ ორგანული წარმოშობის მინერალები შეესატყვისებათ - ფირუზი, მარჯანი, სადაფი, ქარვა. მათი ტარება იღბალსა და წარმატებებს აორმაგებს. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი