logo_geo
ზაქარია ქუცნაშვილი: 2017 წელს მშვიდობას, სიყვარულს და განათლებას ვისურვებ
- +

3 იანვარი. 2017. 17:26


 


 

„საახალწლოდ, მაქსიმუმ, პროდუქტს თუ ვიყიდი და მივიტან, ან სასმელების ყიდვა-მომარაგება მოვახერხო, ამ საკითხში ჩემი მეუღლე და მშობლები მეხმარებიან", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში.


მისი თქმით, ახალ წელს ყოველთვის საქართველოში, ოჯახში ხვდება, საახალწლო საჩუქრების ორგანიზება კი მის მეუღლეს ეკისრება.


„ტრადიციული ქართული ოჯახი ვართ, სამი თაობა ვცხოვრობთ ერთად, დიდ სახლში და შესაბამისად, სამი თაობის ჰარმონიაა. ახალ წელს ყოველთვის საქართველოში, სახლში ვხვდები, საზღვარგარეთ არასდროს შევხვედრივარ. იქ მხოლოდ სამოგზაუროდ თუ წავალ, ცხოვრება საქართველოში მირჩევნია! საახალწლო საჩუქრებისთვის ორგანიზება ჩემს მეუღლეს აკისრია, მშვენივრად ართმევს ხოლმე თავს, შვილებით დაწყებული, ჩემი შობლებით დამთავრებული. ჩემი საჩუქრები, ძირითადად, ის ნივთებია, რომლებიც მამაკაცს სჭირდება ფორმაში რომ იყოს - სუნამოები, პერანგები, ქამრები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.


2017 წელს, ზაქარია ქუცნაშვილი მოქალაქეებს მშვიდობას, სიყვარულსა და განათლებას უსურვებს.

 

„2017 წელს მინდა მშვიდობა, სიყვარული და განათლება, ეს სამი რამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოს შოვნას ვუსურვებ ყველას, ვისაც ის ჰაერივით სჭირდება. ბედნიერი წელი ყოფილიყოს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი