logo_geo
ლევან წულაძე: თოვლის ბაბუ, საქართველოს მიხედე, მე კარგად ვარ!
- +

3 იანვარი. 2017. 17:55




ახალ წელს ყოველთვის ერთად ხვდებიან წულაძეები. საშობაო არდადეგებზე მშობლებთან ჩამოდის თინათინიც. სახლის სადღესასწაულო მორთვა, კერძების მომზადება - ამ ყველაფერს ერთად დიდი მონდომებით აკეთებენ. როგორც მანანა კოზაკოვა ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, თოვლის ბაბუას წერილებს არასდროს წერდა, ფიქრობდა, რომ ის მის სურვილებს აუცილებლად ამოიცნობდა. მისი თქმით, ახლა ოჯახის წევრები ერთმანეთის თოვლის ბაბუები არიან. მისი 2017 წლის წერილი კი ასეთია.


„ძვირფასო თოვლის ბაბუა!

 

ძალიან გთხოვთ, ვიყოთ ერთად ძალიან დიდხანს დიდი სიყვარულით. რაღაც განსაკუთრებული მინდა გთხოვო. მოგზაურობის სურვილი მაქვს და ძალიან გამახარებ ესპანეთის საგზურს თუ მაჩუქებ. ჩემი მეგობრებიც არ დაგავიწყდეს. ძალიან გთხოვ.

 

დიდი სიყვარულით გელოდები და წინასწარ გიხდი მადლობას", - წერს მანანა კოზაკოვა.


აღმოჩნდა, რომ თოვლის ბაბუისთვის წერილი არც ლევან წულაძეს დაუწერია. მისი საახალწლო სურვილები, ამ ეტაპზე, უფრო გლობალური აღმოჩნდა.


„თოვლის ბაბუ!

 

გლობალური სურვილები მაქვს. საქართველოს აყვავებას და თეატრის ბიუჯეტის გაზრდას გთხოვ. ჩემი ქალიშვილისთვის ძაღლს გთხოვ, რომელიც მას ძალიან უნდა. ჩემთვის არაფერზე შეგაწუხებ. რაც მთავარია, საქართველოს მიხედე, მე კარგად ვარ", - წერს ლევან წულაძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი