logo_geo
კარლო კოპალიანი: კონსტიტუციაში შეგვაქვს ასეთი ცვლილება – პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს
- +

3 იანვარი. 2017. 19:49




მოსაზრებას რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ გიორგი მარგველაშვილის შესასუსტებლად მზადდება,


საპარალამენტო უმრაველსობის წევრმა კარლო კოპალიანმა გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია შექმნა, „ქართული ოცნება" კი „ოპოზიციის დამახინჯებული კონსტიტუციის გაკეთილშობილებას ცდილობს".


კოპალიანის თქმით, პარლამენტს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც შეაქვს ცვლილება.


„დღევანდელი კონსტიტუცია 1995 წელს იქნა მიღებული. იქიდან მოყოლებული, ქვეყნის მთავარ კანონში 26 ფუნდამენტური ცვლილება შევიდა. აქედან 24 ცვლილება „ნაციონალების" დროს განხორციელდა. წინა ხელისუფლებამ კონსტიტუცია მთლიანად გააუპატიურა და ერთ კაცს მოარგო ტანზე ჩოხასავით. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიშა ჩამჯდარიყო პრემიერის სავარძელში, სადაც მუდმივად იჯდებოდა, პრემიერობა მობეზრდებოდა, კონსტიტუციას შეცვლიდა და ისევ პრეზიდენტი გახდებოდა. ასეთი რამეები წარსულს ჩაბარდა. ახლა „ქართული ოცნება" ე.წ. ოპოზიციის დამახინჯებული კონსტიტუციის გაკეთილშობილებას ცდილობს. არც „ნაციონალები" და არც არასამთავრობოები არ უნდა გვაკრიტიკებდნენ იმ ცვლილებებისთვის, რომელთა მიღებასაც ვაპირებთ. მათ არც იმის თქმის უფლება აქვთ, რომ პრეზიდენტის უფლებებს ვკვეცთ.

ეს ცვლილებები იმ ცვლილებების გამოძახილია, რომლებიც თავის დროზე შეიტანეს კონსტიტუციაში. ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა. ნომინალური ფიგურის ასარჩევად კი 40 მილიონი ლარი არ უნდა იხარჯებოდეს. ამიტომაც შეგვაქვს ასეთი ცვლილება - პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. გერმანიასა და იტალიაშიც ასე ირჩევენ პრეზიდენტებს, მაგრამ მათზე არავის უთქვამს, რომ არადემოკრატიული ქვეყნები არიან და პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავენ", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი